
საქართველო ღვინის სამშობლოა
ხარება ამ მრავალათასწლოვანი ისტორიის თანამედროვე გაგრძელებაა.

მემკვიდრეობა, რომელიც ღვინოდ გარდაიქმნება
საქართველო ღვინის სამშობლოა, ხოლო ხარება მრავალათასწლოვანი ისტორიის თანამედროვე გაგრძელებაა. ჩვენი მიზანია, მსოფლიოს გავაცნოთ ქართული ღვინის ავთენტური ხასიათი, უნიკალური ვაზის ჯიშები და მეღვინეობის კულტურა, რომელიც 8 000 წელზე მეტს ითვლის.

ჩვენი ისტორია იწყება ვენახში. 1 500 ჰექტარზე გადაჭიმული ვენახები საქართველოს საუკეთესო მევენახეობის რეგიონებში — კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელოში — თითოეულ ღვინოს განსხვავებულ ხასიათსა და გამორჩეულ იდენტობას ანიჭებს. ამ მრავალფეროვანი ტერიუარის განსაკუთრებული ნაწილი ჩვენი საკოლექციო ვენახია, სადაც 300-ზე მეტი ენდემური ქართული ვაზის ჯიშია დაცული. ეს უნიკალური კოლექცია არა მხოლოდ ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება, არამედ მომავალი თაობებისთვის ქართული ვაზის გენეტიკური მრავალფეროვნების დაცვასაც.
ჩვენ გვჯერა, რომ დიდი ღვინო იქმნება მაშინ, როდესაც ტრადიცია და ინოვაცია ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს
სწორედ ამიტომ, ჩვენს მარნებში მრავალსაუკუნოვანი ქვევრის მეღვინეობა თანამედროვე ევროპულ ტექნოლოგიებთან და ზუსტ მეღვინეობასთან თანაარსებობს.
. თითოეული გადაწყვეტილება — ვენახიდან ბოთლამდე — ემსახურება ერთი მიზნის მიღწევას: შეიქმნას ღვინო, რომელიც ავთენტურად გამოხატავს საქართველოს, მის ბუნებასა და კულტურას. დღეს მეღვინეობა ხარება ქმნის 70-ზე მეტი დასახელების ღვინოს — პრემიუმ, ადგილწარმოშობის, ქვევრისა და ჯიშური კატეგორიების ფართო ასორტიმენტს, ასევე ცქრიალა ღვინოს, ბრენდისა და ჭაჭას. ჩვენი ღვინოები წარმატებით არის წარმოდგენილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, თუმცა ჩვენი მთავარი ღირებულება უცვლელია — ერთგულება
საქართველოს ღვინის ისტორია. თანამედროვე ხედვით.
ხარება აერთიანებს მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, უნიკალურ ტერიუარსა და თანამედროვე მეღვინეობის ხელოვნებას.






