ვენახები

სადაც ტერიუარი ქმნის ღვინის ხასიათს

დიდი ღვინო ვენახში იბადება.

მეღვინეობა ხარება 1 500 ჰექტარ ვენახს ფლობს საქართველოს ოთხ გამორჩეულ მევენახეობის რეგიონში — კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელოში. თითოეული მათგანი განსხვავებული კლიმატით, ნიადაგითა და მიკროკლიმატით ღვინოს უნიკალურ იდენტობასა და ხასიათს ანიჭებს.

ჩვენი ვენახების განსაკუთრებული სიამაყეა საკოლექციო ნაკვეთი, სადაც 300-ზე მეტი ენდემური ქართული ვაზის ჯიშია დაცული. ეს ცოცხალი მემკვიდრეობა არა მხოლოდ ქართული მეღვინეობის ისტორიის ნაწილია, არამედ მომავალი თაობებისთვის ვაზის გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელოვანი მისია.

ქართულ ადგილობრივ ჯიშებთან ერთად ვაშენებთ საერთაშორისო ჯიშებსაც, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ მრავალფეროვანი პორტფელი, რომელიც ავთენტურად გამოხატავს საქართველოს ტერიუარს. დღეს ჩვენი ვენახებიდან 70-ზე მეტი დასახელების ღვინო იბადება — თითოეული თავისი წარმოშობის, ადგილისა და სეზონის უნიკალური გამოხატულებაა.